სუპერმოდელ სტეფანი სეიმურის და ბიზნესმენ პიტერ ბრენთის ვაჟი, ჰარი ბრენთი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგიკური სიახლე, რამდენიმე საათის წინ, ნიუ-იორკ ტაიმსმა ჰარის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. გარდაცვალების მიზეზად ოჯახმა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა დაასახელა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულებას რამდენიმე წელი ებრძოდა.

ჰარი ბრენთი
ჰარი ბრენთი და სტეფანი სეიმური

1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელის, ვიქტორია სეკრეტის პირველი ანგელოზის და მულტიმილიონერი ბიზნესმენის ვაჟი აქტიურად იყო ჩართული ვარსკვლავურ კულტურაში. ის განსხვავებულ სფეროებში ცდიდა შესაძლებლობებს, ჰქონდა საკუთარი სვეტი ჟურნალებში, მონაწილეობდა ჩვენებებში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ კოსმეტიკურ კომპანიებთან, როგორიცაა Mac Cosmetics.