ჰაიდერ აკერმანი და ტიმოთი შალამე საქველმოქმედო მიზნისთვის გაერთიანდნენ. კოლუმბიაში დაბადებულმა დიზაინერმა და ამერიკელმა მსახიობმა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად შექმნეს თეთრი ფერის ჰუდი, რომელზეც წარმოდგენილია მათი ინიციალები, ლურჯი პრინტი და წარწერა – “Silent Soldier.”

“უკვე რამდენიმე წელია მე და ტიმოთის გვსურს ერთად რაღაც გავაკეთოთ,” – ვკითხულობთ აკერმანის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. “ჩვენთვის შემაძრწუნებელი იყო, როდესაც აგვისტოში ავღანეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ შევიტყეთ.”

ჰუდების გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% Afghanistan Libre-ს გადაერიცხება, ორგანიზაციას, რომელიც ავღანელი ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვისთვის იბრძვის.

ჰუდის ღირებულება 175 ევროა. მისი შეძენა შესაძლებელია ვებსაიტზე – HATC2021.