საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი Maison Ullens-ში თავის პირველ კოლექციას 2021 წლის შემოდგომის სეზონზე წარადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბრენდის შესახებ ინფორმაცია ნიუ-იორკ ტაიმსის მოდის მთავარ კრიტიკოსს, ვანესა ფრიდმასნაც არ სმენია, სიახლე ამაღელვებელი და საინტერესოა.
Maison Ullens, 2009 წელს, ანტერპრენერის და ფილანტროპის, Myriam Ullens -ის მიერ დაარსდა. წლების განმავლობაში, ულენსი მაღალი მოდის ცნობილი ბრენდების ჩვენებების სტუმარი გახლდათ. მან ბრენდის შექმნა მას შემდეგ გადაწყიტა, რაც აღიარებული მოდის სახლების პოდიუმზე თავისთვის მოსაწონი კომფორტული, მარტივად ტარებადი და ელეგანტური სამოსი ვერ შეარჩია. ასე დაიბადა “wearable luxury” -ის იდეა, რომელიც ბრენდის მთავარი მესიჯი გახდა. დღესდღეობით, Maison Ullens -ს აქვს ონლაინ და ფიზიკური მაღაზიები, როგორც ევროპაში, აგრეთვე ამერიკაში.