ჯული დე ლებრანი სონია რიკელს ტოვებს, ბრენდმა განცხადება დღეს გაავრცელა. სონია რიკელიმ წინა წელს მოდის ინდუსტრიაში არსებობის 50 წლიანი იუბილე აღნიშნა. ზამთრის 2018 წლის კოლექციისთვის ბენდი ბანანარამაც მოიწვიეს, გაზაფხული/ზაფხულის 2019-ის შოუ კი პარიზში სონია რიკელის სახელობის ქუჩის გახსნას დაემთხვა. დიზაინერი 2016 წლის 25 აგვისტოს პარიზში გარდაიცვალა.

გაზაფხული/ზაფხულის 2019-ის შოუში დე ლებრანის ვაჟმა მიიღო მონაწილეობა. ივლისში დე ლებრანმა ოტ-კუტიური კოლექცია წარადგინა, სადაც ბრენდის მეგობრების მიერ შექმნილი სვიტრების ლიმიტირებული გამოშვებაც იქნა პოდიუმზე გამოტანილი, მეგობრებისა, რომლებსაც დიზაინერი ამ 5 წლის განმავლობაში აცმევდა . ჯული მუშაობდა ლუი ვიტონში, სადაც მას ევალებოდა სელებრითები შეემოსა წითელი ხალიჩისთვის. სოფია კოპოლა ხშირად ჩნდებოდა დე ლებრანის ჩვენებებზე და წინა რიგშიც იკავებდა ადგილს. ბრენდისთვის წარდგენილ პირველ ჩვენებაზე დიზაინერმა ჯიჯი ჰადიდი გამოიყვანა და სონია რიკელის ცნობილი ზოლიანი ნაჭრები განაახლა და კიდევ ერთხელ გამოიტანა პოდიუმზე

Sonia Rykiel RTW Spring 2017
Photo: WWD.com

ზამთრის 2019 წლის კოლექცია პარიზში École des Beaux-Arts-ში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამის მაგივრად, დიზაინერმა გადაწყვიტა კოლექცია თვის დასაწყისში შოურუმში წარედგინა. ჯული დე ლებრანის ბოლო კოლექციაში წარმოდგენილია ზოლიანი ნაჭრები, ერთი ფერის შარვალ-კოსტიუმები და ნაქსოვი ზედები : ”კოლექცია მოდაზე არ არის, უფრო ბრენდის საკულტო ღირებულებებზეა” – განაცხადა დე ლებრანმა.

ბრენდის წარმომადგენელბმა დიზაინერს მადლობა გადაუხადეს 5 წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის და განაცხადეს: ”ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევადგინოთ გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ ბრენდი, რომელიც დაეყრდნობა მის კრეატიულ ძალას და ცოდნას”

Julie de Libran at the Spring 2019 Sonia Rykiel show
Photo: Gorunway.com