იტალიელი დიზაინერის სასტუმრო ქალაქ დირაიაში გაიხსნება. 2010 წელს, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, იუნესკომ ეს ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

“ეს არის ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანია ხელახლა აღმოაჩინოს საუდის არაბეთის ფესვები, დიალოგი აწმყოსა და ისტორიას შორის, რითიც აღფრთოვანებული ვარ,” – ამბობს ჯორჯო არმანი. “მას შემდეგ, რაც მილანში და დუბაიში Armani Hotels -ის გახსნის 10 წლის იუბილე აღვნიშნეთ, მზად ვარ, რომ ეს ახალი და ამაღელვებელი გამოწვევა მივიღო.”

ლეგენდარულმა დიზაინერმა სასტუმროების ბიზნესში პირველი ნაბიჯები 2010 წელს გადადგა, როდესაც დუბაიში, ბურჯ ხალიფას მიმდებარე ტერიტორიაზე, 160 ოთახისგან შემდგარი სასტუმრო გახსნა.