თანამედროვე სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახე, ჯიჯი ჰადიდი თავის რეზიუმეს კიდევ ერთ საინტერესო მიღწევას შემატებს. ჰადიდი ტანსაცმლის ბრენდზე მუშაობს. სიახლე მოდელმა ინსტაგრამით გაავრცელა. ჯიჯიმ გულშემატკივრებს სამუშაო პროცესში გადაღებული კადრები გაუზიარა.

მოდელის ახალი წამოწყების სახელწოდებაა – Guest in Residence. როგორც ფოტოებიდან ვხედავთ, ბრენდი ნაქსოვ, რბილ და კომფორტულ სამოსს შემოგვთავაზებს. კოლექციაში წარმოდგენილი იქნება ფერადი შალის სვიტერები და ჰუდები.

ბრენდის გამოსვლის თარიღი და სხვა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.