ორსული ჯიჯი ჰადიდი არ არის ამერიკული ვოგის ყდაზე, როგორც ვფიქრობდით, თუმცა სექტემბერს მომენტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტოპ მოდელის ახალი ფოტოსესიის გარეშე მაინც არ ვხვდებით. ეს არის ჰადიდის პირველი და ოფიციალური ფოტოსესია ორსულობის შესახებ გავრცელებული სიახლის შემდეგ. ჯიჯი ცნობილი ფოტოგრაფების, Luigi & Iango -ს ობიექტივში პოზირებს.

ტოპ მოდელის და მუსიკოსის, ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია 2015 წელს დაიწყო. ჯიჯი გადაღებულია ზეინის მუსიკალურ კლიპში “Pillowtalk”. 2017 წლის აგვისტოში ჯიჯი და ზეინი ამერიკული ვოგის ყდაზე მოხვდნენ. 2018 წლის მარტში, ჰადიდი და მალიკი დაშორდნენ, თუმცა რამდენიმე თვეში შერიგდნენ, რასაც ისევ დაშორება და კვლავ შერიგება მოჰყვა. 2020 წლის აპრილში, TMZ – იმ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიჯი და ზეინი პირველ შვილს ელოდებოდნენ, რაც 2 დღეში ჰადიდის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.