მსოფლიოში ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი, ჯიმი ჩუ (Jimmy Choo) ლონდონში მოდის უნივერსიტეტს ხსნის. საგანმანათლებლო სივრცე ახალი ტალანტების აღმოჩენას უზრუნველყოფს. London Fashion Academy 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება და დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც კონკრეტულად მოდაზე ფოკუსირდება. როგორც ირკვევა, აკადამიის საგანმანათლებლო პოლიტიკა და ხედვა განსხვავებული იქნება. ის ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს გააერთიანებს და სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების სტრატეგიულ შესაძლებლობებს შესთავაზებს, რომელიც მომავალში წარმატებული ბრენდების შექმნაში დაეხმარებათ.

“მოდის აკადემიის პროექტი, მისი კონცეფცია უკვე წლებია იგეგმება და ვითარდება, სექტემბერში კი ამ სივრცის კარი გაიხსნება. ლონდონი გლობალური მოდის ჰაბია, ამ ქალაქმა, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებების მომტანი დიზაინერი შექმნა” – განაცხადა ჯიმი ჩუმ, რომელიც ახლად გახსნილ London Fashion Academy-ში პროფესორის ამპლუაშიც იქნება წარმოდგენილი.