ჯილ და ჯო ბაიდენებმა თეთრ სახლში პირველ State Dinner-ს უმასპინძლეს, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. საღამოს საპატიო სტუმრები საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი იყვნენ. სტუმართა სიაში მოხვდნენ სხვა ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის მომღერალი ჯონ ბაპტისტი, რომელმაც საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა, ასევე ჯონ ლეჯენდი და მისი მეუღლე ქრისი თიგენი და მსახიობი ჯულია ლუი-დრეიფუსი.
საღამოს თემატიკა წითელი, ლურჯი და თეთრი ფერები იყო, ორივე ქვეყნის დროშების პატივსაცემად. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, “ეს ასევე ჩვენს საერთო ფასეულობებსაც სცემს პატივს – დემოკრატია და თანასწორობა.”
ამერიკის პირველმა ლედიმ არჩევანი Oscar de la Renta-ს მუქ ლურჯ საღამოს კაბაზე გააკეთა. ჯილ ბაიდენის თანადგომა ახალი თაობის ამერიკელი დიზაინერების მიმართ კვლავ მყარია, მას ინაუგურაციაზე Markarian-ის სამოსი ეცვა, ხშირად აცვია Adam Lippes, და რა თქმა უნდა, ლორა კიმისა და ფერნანდო გარსიას დიზაინით შექმნილი Oscar de la Renta. რაც შეეხება საფრანგეთის პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონს, მან არჩევანი ტრადიციულად ნიკოლა ჟესქიერის Louis Vuitton-ის თეთრ საღამოს კაბაზე გააკეთა.