2020 წელი ჯეფრი სტარისთვის ისეთივე ცუდი აღმოჩნდა, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მფლობელი და იუთუბერი წლის დასაწყისში დიდი ხნის შეყვარებულს დაშორდა, შემდეგ კი, მისი თვალის ჩრდილების პალიტრა Conspiracy Pallete, რომელიც იუთუბერ შეინ დოუსონთან კოლაბორაციით შექმნა, იმდენად ცოტა რაოდენობით გაიყიდა, რომ ის ახლა ჩამოფასებული “TK Maxx”-ში იყიდება.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჯეფრის ვინმე გეიჯ არტურმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, ხოლო მოგვიანებით, ჯეფრის კოსმეტიკური ხაზის დირექტორის ანგარიშიდან გეიჯის ანგარიშზე 45 ათასი დოლარი გადაირიცხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გეიჯმა ჯეფრის მიმართ ბრალდების წაყენებაზე უარი თქვა და ამ ინციდენტის შესახებ საერთოდ არავისთან უსაუბრია.
შეგახსენებთ, რომ ჯეფრი სტარის კარიერა 2000-იანებში MySpace-ის ერაში დაიწყო. მას ჯერ კიდევ მაშინ, ბევრჯერ დასდეს ბრალი რასისტულ განცხადებებში, სექსუალურ შევიწროვებაში და გაუპატიურებაშიც კი, თუმცა სასამართლომდე საქმე არასდროს მისულა.

ჯეფრი Youtube-ის კარიერაშიც არაერთ სკანდალშია გახვეული, მათ შორისა თათი ვესტბრუკისა და ჯეიმს ჩარლზის შორის განვითარებული მოვლენები.