ყოველწლიურად ამერიკის მოდის საბჭო ირჩევს ერთ საერთაშორისო ვარსკვლავს, ვისაც მოდის ინდუსტრის განვითარებაში და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. წელს ეს პატივი ჯენიფერ ლოპეზს ხვდა წილად. ჯეი ლო დაჯილდოებაზე რალფ ლორენის სამოსით გამოჩნდა. ვარცხნილობა და ტოპი ჯენიფერის წარმომავლობას უკავშირდება. ჯენიფერი ბრონქსში დაიბადა. თინეიჯერობის წლები 80-იანების ბრონქსში გაატარა, სადაც მაშინ ჰიპ-ჰოპ კულტურის ბუმი იყო. დიდი ზომის ჯინსები, ტოპები და ხვეული კიკინები გოგონების სტილის დამახასიათებელი ნიშანი იყო. ჯეი ლოს სცენაზე ჯილდო ტომ ფორდმა წარუდგინა. ფორდის სამოსი ეცვა ჯენიფერის საქმროს, ალექს როდრიგესს.





