“ბენიფერის” პირველი საერთო გამოჩენა წითელ ხალიჩაზე, თითქმის 20 წლის განმავლობაში, ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში შედგა.

წყვილი ფილმის “უკანასკნელი დუელის” პრემიერას დაესწრო. ჯენიფერ ლოპესი პრემიერაზე Georges Hobeika-ს თეთრი კაბითა და Cartier-ის სამკაულებით გამოჩნდა. Cartier ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორია. წყვილი ვენეციაში რამდენიმე დღეა ერთად იმყოფება.

ივლისში ჯენიფერმა Apple Music 1-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორი ბედნიერია (მას შემდეგ, რაც მაისში ბენ აფლეკთან დაიწყო ურთიერთობა). “მსურს, რომ ადამიანებმა, რომელთაც ჩემი კეთილდღეობა აღელვებთ, იცოდნენ, რომ უბედნიერესი ვარ. ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი მაქვს”, განაცხადა მომღერალმა.