3 ივნისს ჯენიფერ ლოპესი CFDA – ს დაჯილდოებაზე სტილის აიქონის ჯილდოს მიიღებს. 49 წლის ასაკში ჯენიფერ ლოპესი, ან მოკლედ ჯეი ლო, როგორც ფანები უწოდებენ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, აღიარებული და წარმატებული ქალია. CFDA – ს 2019 წლის დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, თვალი გადავავლოთ ჯენიფერის საჯარო გამოსვლებს, სადაც ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის კაბები ეცვა. ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალი და მსახიობი დავითის გულშემატკივარია.






