ემა სტოუნი ლუი ვიტონის სუნამოს “Cœur Battant” სახეა

ლუი ვიტონისა და ემა სტოუნის თანამშრომლობა გრძელდება. ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად ლუი ვიტონის ახალი სუნამოს სახეა. სტოუნმა ბრენდთან თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ის ლუი ვიტონის ამბასადორად დასახელდა და მას შემდეგ ბრენდის არაერთ კამპანიაში მიუღია მონაწილეობა.

ნორმანი Savage X Fenty-ის პირველი ამბასადორია

ამერიკელი მომღერალი, ნორმანი, რიანამ საკუთარი თეთრეულის ხაზის პირველ ამბასადორად დაასახელა. მომღერალი უკვე მონაწილეობს Savage x Fenty-ის საშობაო კამპანიაში.


“ნორმანი იდეალური არჩევანია Savage X ambassador-ისთვის. ის ასიხვებს თავდაჯერებულობასა და სიძლიერეს” – განაცხადა რიანამ პრეს რელიზში.

ნორმანი Savage x Fenty-ის პირველ ჩვენებაზე, რომელიც ამ სეზონზე ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, ერთ-ერთი შემსრულებელი იყო.

ნორმანის პერფორმანსი Savage x Fenty-ის ჩვენებაზე

ჯენიფერ ლოპეზი Coach-ის ახალ სახედ დასახელდა

ამერიკული ბრენდის “Coach” -ის ამბასადორების სიას სელენა გომეზისა და მაიკლ ბი ჯორდანის შემდეგ 50 წლის ჯენიფერ ლოპეზი შეუერთდა. როგორც მომღერალმა განაცხადა აღელვებულია ბრენდთან თანამშრომლობით და დააანონსა, რომ ბრენდის შემდეგი კოლექცია მისი პერსონალური სტილის შთაგონებით შეიქმნება.