Google-ის ახალი რეიტინგის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ოქროს გლობუსის დაჯილდოების ისტორიაში, ჯენიფერ ლოპეზის ლუქები ყველაზე ხშირად იძებნებოდა. 

ლოპეზის დრამატული და სექსუალური კაბები წითელ ხალიჩებზე ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, გავიხსენოთ ვერსაჩეს მწვანე კაბის შემთხვევა, ფრაზა “Jennifer Lopez the dress”  გუგლის საძიებო სისტემაში იმდენმა მომხმარებელმა ჩაწერა, რომ გუგლმა შექმნა Google Images. 

Harper’s Bazaar

ჯენიფერი ბოლო დეკადის განმავლობაში ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე 5-ჯერ იმყოფებოდა, ყველაზე ბოლოს 2020 წელს, სადაც ის ნომინირებული იყო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში. წითელ ხალიჩაზე ის ვალენტინოს ოტ კუტიურით გამოჩნდა. 

მეორე ადგილზე ჯენიფერ ლოურენსია, რომელიც დიორის მოდის სახლთან უკვე წლებია თანამშრომლობს, აქედან გამომდინარე, მას ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩებზეც ხშირ შემთხვევაში დიორი აცვია. 

WWD
WWD

სიაში მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ ემილი რათაკოვსკი, გვინეტ პელტროუ და ემა სტოუნი. 

გუგლმა ასევე გამოაქვეყნა წლის ყველაზე ხშირად ძებნადი სელებრითების სია. 2020 წელს სიის სათავეში ბიონსე მოხვდა, რომელსაც ჯამპატისტა ვალის კუტიური ეცვა, 2019 წელს კი, სიის სათავეში სანდრა ო გვევლინებოდა, რომელმაც საღამო ენდი სამბერგთან ერთად წაიყვანა და სცენაზე სტელა მაკარტნისა და ვერსაჩეს ლუქებით გამოჩნდა. აღსანიშნია ისიც, რომ სანდრა გახდა პირველი აზიელი წარმოშობის ქალი, რომელმაც 2, ან მეტი ოქროს ბლობუსი მიიღო.