ჯენიფერ ლოპეზისთვის 2022 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. წელს მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, ხოლო ივლისში მან და ბენ აფლეკმა იქორწინეს. ცოტა ხნის წინ კი ამერიკული ვოგის 2022 წლის დეკემბრის ნომრის ყდა გავრცელდა, რომლისთვისაც ჯეილო ენი ლეიბოვიცმა გადაიღო.
ინტერვიუში ჯეი-ლომ ისაუბრა ბენთან ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ქორწინების შემდეგ მისი გვარი აიღო. “ხალხი ისევ ჯენიფერ ლოპეზს დამიძახებს, თუმცა ოფიციალურად მისის აფლეკი ვარ რადგან ახლა ოფიციალურად ერთად ვართ. ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ. ვამაყობ ამით, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.”
მომავალ თვეებში ჯენიფერის მონაწილეობით ორი ფილმი გამოდის, რომანტიკული კომედია Shotgun Wedding და The Mother, რომელშიც მსახიობი ყოფილი ასასინის როლს ასრულებს. ამასთან, მომავალ წელს ჯენიფერის ახალ ალბომსაც უშვებს.
იხილეთ ჯენიფერ ლოპეზის სრული ფოტოსესია ამერიკული ვოგის დეკემბრის ნომრისთვის: