ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგეზი დაინიშნენ. წყვილმა ახალი ფოტოები ინსტაგრამზე გაავრცელა. ჯეი ლო და ალექსი ერთმანეთს 2017 წლის თებერვლიდან ხვდებიან. ჯერჯერობით ქორწილის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. საინტერესოა რომელ დიზაინერზე შეაჩერებს არჩევანს მომღერალი და მსახიობი.
ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 2018 წლის მეტ გალაზე. ჯეი ლოს აცვია ბალმანის კაბა. თემა: მოდა, რელიგია და ზეციური სხეულები.
ნაომი ქემბელი ჯონათან როსის გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად. წამყვანმა სუპერმოდელს გასული თვეების ყველაზე ხმაურიან ჭორზე დაუსვა შეკითხვა. რაც One Direction -ის მომღერალთან, ლიამ პეინსთან რომანს ეხებოდა. ნაომიმ ჩვეული ეშმაკური ღიმილით უპასუხა, რომ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არ საუბრობს.
სუპერმოდელი და მომღერალი ამჟამად ჰონგ-კონგში იმყოფებიან. ახალი ფოტოები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
ჯონათან ანდერსონის იდუმალი მეორე ნახევრის ვინაობა ცნობილია. ლუევეს კრეატიული დირექტორი არტისტ პოლ ანგლადას ხვდება. 2 წლის წინ, ჯონათანმა ინსტაგრამის საჯარო პროფილი დახურა. მას შემდეგ რამდენჯერმე გახსნა და ისევ დახურა სოციალური ქსელი. ყოველთვის, როცა ხელახლა ხსნიდა პროფილს, მხოლოდ თავის და სამუშაოს ფოტოებს ტვირთავდა. გუშინწინ ინგლისელმა საჯარო პროფილზე პირველად დადო ფოტო მეორე ნახევართან ერთად.