ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის სიყვარულის ისტორიას მსოფლიო ინტერესით აკვირდება. წყვილმა ერთმანეთი პირველად 2001 წელს ერთ-ერთი კინოსურათის გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2 წლიანი რომანტიკული ურთიერთობის განმავლობაში, ჯენიფერმა და ბენმა რამდენიმე საერთო პროექტზეც იმუშავეს, მათ შორის არის ფილმი “Jersey Girl” და მუსიკალური ვიდეო – “Jenny from the Block”.
2004 წელს, როდესაც წყვილმა დაშორების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, ჯეი ლომ პრესასთან დიალოგში აღნიშნა, რომ საყვარელ ადამიანთან განშორებით გამოწვეულ ტკივილს პირველად განიცდიდა. ის რომ „ბენიფერი“ არ ყოფილა უბრალოდ გატაცემა, ამაში ბოლო დროს კიდევ უფრო დავრწმუნდით. განშორებიდან 18 წლის შემდეგ, პოპ-ვარსკვლავმა და მსახიობმა ურთიერთობა განაახლეს. ლას ვეგასში გამართული მოკრძალებული ქორწილის შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი თაფლობის თვისთვის საფრანგეთის დედაქალაქს ეწვია.
ჩვენს ყურადღებას რა თქმა უნდა იქცევს ჯენიფერის ჩაცმულობა. ფერადი ყვავილის პრინტებით გაფორმებული კაბები, 1970-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აქსესუარები, ფორმები და ფერები განსაკუთრებულად უხდება ცხელ თაფლობის თვეს სიყვარულის ქალაქად წოდებულ პარიზში.