ბელფასტელი მსახიობი, ჯეიმი დორნანი Loewe-ს ახალი სახეა. მასთან თანამშრომლობა ასევე ჩრდილოეთ-ირლანდიელმა ჯონათან ანდერსონმა, რომელიც ბრენდის კრეატიული დირექტორია, დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა დორნანის მონაწილეობით ეს Loewe-ს პირველი კამპანიაა.


ჯეიმი ლუევეს რამდენიმე ჩვენებასაც დაეაწრო, მათ შორის, გასულ თვეს – მამაკაცის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებას.
შეგახსენებთ, რომ დორნანმა კარიერა სამოდელო ბიზნესში დაიწყო, ის მოხვდა ისეთი ბრენდების კამპანიებში, როგორებიცაა Calvin Klein, Dior და Giorgio Armani.
ჯეიმის მონაწილეობით შექმნილი კამპანიის ფოტოები ანდერსონმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიის ფოტოებთან ერთად, ჯონათანმა ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჯეიმი ჯეიმს ფრეის წიგნს კითხულობს, სახელად “ჩემი მეგობარი ლეონარდი”.
ჯეიმი დორნანის გარდა, აღნიშნულ კამპანიაში მოდელი ომარ აპოლოც ვიხილეთ.
