შვედურმა სწრაფი მოდის ბრენდმა H&M-მა ჯასტინ ბიბერის ფოტოებით და ფრაზებით კაფსულა კოლექცია გამოუშვა. მალევე ინსტაგრამის პოსტების სერიაში, კანადელმა მომღერალმა ფანებს მოუწოდა H&M-ის ნივთების ყიდვისგან თავი შეიკავონ. “მე არაფერი არ დამიდასტურებია, არ იყიდოთ ეს ნივთები”, განაცხადა მან და ხაზს “ნაგავი” უწოდა.
H&M-ის წარმომადგენლებმა WWD-სთან კომენტარი გააკეთეს: “როგორც ყველა ჩვენს სხვა კოლაბორაციაზე, ისევე ამ კოლაბორაციის შემთხვევაში, ყველა სამართლებრივი პროცედურა დაცულია.” ასევე მათ აღნიშნეს, რომ ბრენდი არ აპირებს კოლექციის გაყიდვიდან ამოღებას, “ნივთები გაყიდვაში დარჩება, მანამ, სანამ საქმეზე უფრო მეტ დეტალს გავარკვევთ.”
ჯასტინ ბიბერსა და H&M-ს შორის ეს პირველი თანამშრომლობა არ არის, მათ 2017 წელს ითანამშრომლეს, როდესაც ბრენდმა Purpose ტურის ბრენდირებული კოლექცია გამოუშვა.
ჯერ-ჯერობით ჯასტინის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.