წითელი ხალიჩის ტრადიცია ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიების განუყოფელი ნაწილია. ეს ის მომენტია, როდესაც ვარსკვლავებს შანსი ეძლევათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვონ, ან პირიქით, მომდევნო დღეების განმავლობაში, კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ. წითელ ხალიჩაზე ყველას უნდა შექმნას დასამახსოვრებელი იმიჯი, თუმცა წნეხიდან გამომდინარე, ხშირად, უსაფრთხო არჩევანს აკეთებენ.
„ფრთხილი“ – ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამ სიტყვით ვახასიათებდით წითელი ხალიჩის მოდას. თუმცა გასულმა დეკადამ ყველა სფეროში და მათ შორის მოდაშიც, ბევრი რამ შეცვალა.
ბილი აილიში Rick Owens-ის კოსტიუმით – 2022 წლის Grammy-ის წითელი ხალიჩა
ასე მაგალითად, თუ წლების წინ Rick Owens ზედმეტად გოთური და სარისკო ბრენდი იყო წითელი ხალიჩისათვის, დღეს ის ვარსკვლავების ერთ-ერთი რჩეულია.
ჰანტერ შაფერი Rick Owens-ის კაბით – 2022 წლის Oscars x Vanity Fair წვეულების წითელი ხალიჩა
ზენდეია Rick Owens-ის კაბით – ‘Dune’-ის პრემიერის წითელ ხალიჩა
როდესაც საქმე მოდას ეხება, პოპ-კულტურის თანამედროვე სახეები გამბედაობით გამოირჩევიან. ხშირად, მათი არჩევანი ინტერნეტში მიმების წყაროც ხდება, თუმცა გზად საინტერესო გამონაკლისებიც იკვეთებიან.