წითელი ტუჩსაცხი, როგორც სილამაზისა და დეკორატიული კოსმეტიკის გაბედული და მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ყველაზე მეტად ასოცირდება მრავალფეროვან სიმბოლურ დატვირთვასთან. ის შესაძლოა გამოხატავდეს, როგორც დიდებას, ბრძოლას და ძალაუფლებას, აგრეთვე სიყვარულს, ფემინურობას, სექსუალურობას და ვნებას. ეს ყველაფერი კი, საინტერესო წარსულიდან გამომდინარეობს.
ისტორიული წყაროების თანახმად, წითელ ტუჩსაცხს, თითქმის 5,000 წლის წინ, ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციები იყენებდნენ. მას საინტერესო დატვირთვა ენიჭებოდა ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში. ასე მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ ეგვიპტურ კულტურაში, ტუჩსაცხს ატარებდნენ მხოლოდ მდიდარი ქალები და მამაკაცებიც, შესაბამისად, გარდა ვიზუალური სილამაზისა, ის პიროვნების სოციალური სტატუსის გამომხატველიც იყო. მოგვიანებით, წითელი ტუჩსაცხი ფართოდ გავრცელდა დასავლურ კულტურაშიც, თუმცა ისტორია ყოველთვის კარგ და კეთილ ამბებს არ ინახავს და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. ძველ რომში, წითელი ფერის ტუჩებს ჯადოქრობასთან და სხვადასხვა რიტუალებთან აკავშირებდნენ, ხოლო ქალებს, რომლებიც მას ატარებდნენ, ეშმაკისეულებად მოიხსენიებდნენ.
თანამედროვე იერსახით, როგორსაც მას დღეს ვატარებთ, წითელმა ტუჩსაცხმა აღიარება მე-20 საუკუნის დასაწყისში მოიპოვა. 1933 წელს, მოდის ბიბლიად წოდებული გამოცემა, Vogue წერდა, რომ „წითელი ტუჩსაცხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმეტიკური შენაძენი,“ რომელიც შესაძლოა ქალმა გააკეთოს. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ყველა პროფესიონალი ვიზაჟისტი, თუ დეკორატიული კოსმეტიკის მოყვარული, კვლავ ვთანხმდებით, რომ სწორად გამოკვეთილი ტუჩები დასრულებული და სრულყოფილი მაკიაჟის ტოლფასია.
პიგმენტური, მდგრადი და ინტენსიური წითელი ტუჩსაცხი სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლოა, რომელიც დღესდღეობით, აღარ გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მან შეიძინა ყოველდღიური დატვირთვაც, რომელიც ჩვენს სტილს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულჰყოფს. გამომდინარე იქიდან, თუ რამხელა გავლენა შეუძლია იქონიოს ჩვენს ვიზუალზე, მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ კარგი ხარისხის, ჩვენს სტილზე, კანის და თმის ფერზე მორგებული წითელი ტუჩსაცხი.
წითელი ტუჩსაცხების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არჩევანს ყველასთვის საყვარელი კოსმეტიკური ბრენდი, Delfy გვთავაზობს. პირად ფავორიტებს შორის კი, აუცილებლად უნდა დავასახელო თხევადი ტუჩსაცხი – „აურორა რედ“, რომელიც გარდა ეფექტური ფერისა, განსაკუთრებული მდგრადი სტრუქტურით გამოირჩევა.
რბილი, მოქნილი და კრემისებრი სტრუქტურის მოყვარულებს „დელფის“ Fuchsia Rosa-ს ორმაგ ტუჩსაცხს გირჩევთ, რომელიც შეიცავს ვიტამინ E -ს და ძალიან კომფორტული სატარებელია.
რაც შეეხება მატისებრ ეფექტს, Delfy ინტენსიურ და პიგმენტურ წითელს გვთავაზობს, Scarlet-ის სახით.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტუჩსაცხები დამზადებულია თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მათი 100% იწარმოება ევროპის წამყვანი ქვეყნების წამყვან ქარხნებში: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. დასათვალიერებლად ეწვიეთ Delfy -ის ოფიციალურ ვებ-გვერდს, ან მაღაზიას, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრში “გალერია თბილისი.“