პარიზის მოდის კვირეულის ახალი სეზონის მოახლოებასთან ერთად, მეტი დეტალი ხდება ცნობილი სახელგანთქმული ებრაელი დიზაინერის, ალბერ ელბაზის მემორიალთან დაკავშირებით. 5 ოქტომბერს, პარიზის მოდის კვირეულის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, გაიმართება დიზაინერის მომერიალი და ჩვენება, რომელშიც 40-ზე მეტი აღიარებული დიზაინერი გაერთიანდება.

როგორც WWD იუწყება, მონაწილე დიზაინერებს შორის იქნებიან: Dior-ის მარია გრაცია ქიური, Louis Vuitton-ის ნიკოლა ჟესქიერი, Balenciaga -ს დემნა გვასალია და Valentino -ს პიერპაოლო პიჩოლი. გავრცელებული სიახლე, სახელგანთქმული დიზაინერების გაერთიანებაზე, უკვე შეფასდა, როგორც უპრეცედენტო და ღირსეული გადაწყვეტილება მოულოდნელად გარდაცვლილი დიზაინერის პატივსაცემად.

ელბაზი 2021 წლის 24 აპრილს კორონავირუსით გარდაიცვალა. 25 წლიანი კარიერის განმავლობაში, ალბერი ხელმძღვანელობდა Yves Saint Laurent -ის და Lanvin-ის მოდის სახლებს. ის აღიარებულია დიზაინერად, რომელმაც ფრანგული მოდის “მძინარე მზეთუნახავი” გააღვიძა. ტივანელმა ბიზნესვუმენმა, შაუ-ლენ ვენგმა სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია Lanvin, როდესაც ალბერ ელბაზს მისი შემოქმედებითი მართვა მიანდო.


უფრო მეტი საკულტო დიზაინერის შემოქმედებაზე და კარიერაზე წაიკითხეთ – ალბერ ელბაზი – ყველა ქალისთვის ძვირფასი დიზაინერი.