ონლაინ შოპინგის დადებით მხარეებზე ჩვენს სტატიებში არაერთხელ გვისაუბრია. პანდემიამ კიდევ უფრო კარგად დაგვანახა ელექტრონული კომერციის განვითარების აუცილებლობა. ქართულ ბაზარზე ონლაინ შოპინგის რამდენიმე პლატფორმა არსებობს – მათ შორისაა Shopshop.ge, რომელმაც თავისი განსაკუთრებული ნიშა დაიკავა და ერთ-ერთ ყველაზე სანდო სივრცედ იქცა. როცა მსგავსი პლატფორმების განვითარებაზე ვსაუბრობთ, უპირველესია არჩევანის მრავალფეროვნებაზე ზრუნვა. ამ მხრივ, Shopshop.ge მომხმარებლის საჭიროებებს ზუსტად პასუხობს. მის სივრცეში ახლა უკვე ოთხმოცი ციფრული მაღაზიაა. მათ შორის არიან როგორც გლობალური ბაზრის ლიდერი მწარმოებლები, ასევე – ქართული ბრენდები.
სანამ თავად დეტალურად გაეცნობით ShopShop.ge-ზე წარმოდგენილ პროდუქციას, შევეცდებით დაგეხმაროთ და შემოდგომის სეზონის შოპინგისათვის რამდენიმე რჩევა მოგცეთ.
დროსთან ერთად მოდა ტრანსფორმირდება, თუმცა, არსებობს ტრენდები, რომლებიც უცვლელია – სწორედ ასეთ საკულტო ტრენდს მიეკუთვნება ჯინსის შარვალი. დღესდღეობით, სხვადასხვა წამყვანი ბრენდისა და მოდის სახლის კატალოგებში უამრავი სტილის ჯინსის შარვალს აღმოვაჩენთ. თუ თქვენც დენიმის განსაკუთრებული მოყვარული ხართ, ამავდროულად კი, ხარისხსა და ბრენდის რეპუტაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ, მაშინ გირჩევთ shopshop.ge-ის პლატფორმის დათვალიერებისას, Calvin Klein-ის გვერდს ეწვიოთ. წარმოდგენილ მოდელებს შორის აღმოაჩენთ თავისუფალი სტილის ამ ჯინსს, რომელიც 90-იანი და 2000-იანი წლების სტილის დაბრუნებასთან ერთად, ქუჩის სტილში განსაკუთრებით აქტუალური და ტრენდული გახდა.
ნაქსოვი სვიტერები შემოდგომა-ზამთრის ყველაზე კომფორტული და პრაქტიკული არჩევანია. სწორად შერჩეულ სამოსთან და აქსესუარებთან ერთად, ის უხდება როგორც კლასიკურ, ასევე სპორტულ სტილს. თუ გადაწყვეტთ თქვენს გარდერობს მსგავსი სტილის მოდელი შემატოთ, მაშინ გირჩევთ ShopShop.ge-ზე “მანგოს” ციფრულ მაღაზიას ეწვიოთ.
“იპეკიოლი” ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. დღეს ეს ბრენდი ShopShop.ge-ის დიდი ციფრული მოლის ნაწილია. იპეკიოლის მოდელები დახვეწილი სტილითა და გამოყვანილი სილუეტებით ხასიათდება. ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული ხაზი ჩანთებია. მათი დიზაინი ყოველთვის პასუხობს იმ მომენტისათვის არსებულ გლობალურ ტრენდებს, თუმცა, ამავდროულად, დიზაინში ავთენტურობასაც ინარჩუნებს. Ipekyol-ის კატალოგში ჩანთების მრავალფეროვან კოლექციას აღმოაჩენთ. მაგალითად – აღნიშნული მოდელი, ვიზუალთან ერთად, ტევადი და პრაქტიკულად სატარებელია.
როდესაც ფეხსაცმელზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მას შეუძლია თქვენ მიერ შერჩეული სამოსის იდეალურად მაკავშირებელ დეტალად იქცეს. ShopShop.ge-ზე წარმოდგენილ მაღაზიებს შორის არის ბრენდი CHARLES & KEITH, რომელიც დახვეწილი დიზაინისა და მაღალი ხარისხის ფეხსაცმელებისა და აქსესუარების წარმოებით გამოირჩევა. გარდა ვიზუალისა, აღნიშნული მოდელი საკმაოდ პრაქტიკულიც არის. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც კლასიკური და ყოველდღიური სტილის მიქსი რჩეული კომბინაციაა.
მოდის ტრენდების განხილვისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ Gen Z – თაობა, რომელიც მოდის ინდუსტრიის მთავარი მომხმარებელი ხდება. ის არა მხოლოდ მომხმარებელია, არამედ სოციალური ქსელის მეშვეობით, არაერთ ტრენდს თავადვე ქმნის. სწორედ თაობა ზეტი და მისი თავისუფლებისაკენ სწრაფვა იქცა ქართული ბრენდის Reckless-ის ინსპირაციად. “რექლესის” ტანისამოსის შეძენა უკვე ShopShop.ge-ის პლატფორმაზეც შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ბრენდის სხვადასხვა პოპულარულ მოდელზე, აქ ხშირად შეგხვდებათ ფასდაკლებები. წარმოდგენილ კოლექციაში ჩვენს ყურადღებას იპყრობს მაისური, რომელიც ბოლო დროს ქართული ბრენდებისა და გამომხატველობითი სტილის მოყვარულთათვის ერთ-ერთ რჩეულ მოდელად იქცა.
Shopshop.ge-იზე წარმოდგენილი ბრენდების გასაცნობად, ეწვიეთ პლატფორმის ოფიციალურ გვერდსა და სოციალური მედიის არხებს.
ვებ-გვერდი: Shopshop.ge
ფეისბუქი: www.facebook.com/SHOPSHOP.GEORGIA
ინსტაგრამი: www.instagram.com/shopshopge