ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მომდევნო ნაწილი გაყიდვაში გამოვიდა. ონლაინ მაღაზიებში გამოჩნდა ჯინსის ჟაკეტი, რომელსაც 3 დიდებული ქართველი პოეტის სახელი აწერია. ღირებულება 1,720 ფუნტია.
ლევისთან კოლაბორაციაც დაემატა მაღაზიებს. მაისურებს საქართველო, ტანსაცმელი და უფალო შეგვიწყალენ აწერია, ღირებულება 1160 დოლარია.
ახალი დროფი ასევე აერთიანებს მაისურს,რომელსაც წინა მხარეს რუსეთი აწერია, უკან – ამერიკა.
Vetements x Oakley Spikes სათვალე რამდენიმე დღეში Matchesfashion – ზე სრულად გაიყიდა
ამ სეზონზეც დიდი ადგილი უჭირავს სპორტულ ფეხსაცმელს. რებოკთან თანამშრომლობით შექმნილი პროდუქტის შეძენა 658 ფუნტად არის შესაძლებელი.
დემნა გვასალიამ ბალენსიაგას 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია პარიზულ სტილს მიუძღვნა. პარიზი შესამჩნევია ვეტმანშიც. ახალი ფეხსაცმელი ეიფელის ქუსლით სეზონის ერთ-ერთი შეთავაზებაა.