
რამდენიმე თვის წინ, ოფიციალურად დაანონსდა სახელგანთქმული “შიმშილის თამაშების” კიდევ ერთი ახალი ნაწილი. “ბულბულების ბალადა” – ასე ჰქვია დაანონსებულ კინოსურათს და ის “შიმშილის თამაშების” ე.წ. პრიქუელია – რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორია უკვე ნანახ მოვლნებამდე რამდენიმე წლით ადრე ვითარდება. ახლახანს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის სამსახიობო გუნდს სერიალ Euphoria-ს ვარსკვლავი, ჰანთერ შაფერი შეუერთდა და ის ერთ-ერთ წამყვან როლს შეასრულებს. “ბულბულების ბალადის” სიუჟეტის ცენტრში, ისტორიის მთავარი ბოროტი გმირი – დიქტაქტორი პრეზიდენტი სნოუა. ჰანთერ შაფერი კი, სწორედ მისი ოჯახის წევრის პერსონაჟს განასახიერებს.

აღსანიშნავია, რომ შაფერისათვის ეს პირველი სერიოზული როლი იქნება დიდ კინოში და შესაძლოა, მისი ჰოლივუდური კარიერის დიდ დასაწყისადაც იქცეს.
რაც შეეხება თავად ფილმს, კინოსურათის პრემიერა 2023 წელს შედგება. ”შიმშილის თამაშები” ამავე სახელწიდების ბესტსელერი რომანის სერიაზე დაფუძნებული ეკრანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა დროს, რანდენიმე ნაწილად გამოვიდა. ისტორია მომავლის სამყაროში, პოსტაპოკალიპტურ მსოფლიოში ვითარდება, სადაც ქვეყნების მაგივრად, რაიონების სისტემაა და ისინი დიქტატორული რეჟიმით იმართება. ყოველწლიურად კი, სასიკვდილო თამაშების ტურნირი ეწყობა, რომელშიც მოსახლეობა იძულებითი წესით მონაწილეობს. ტურნირის მიმდინარეობას კი სატელევიზიო შოუს სახით გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, სწორედ ამ ფილმმა მოუტანა ოსკაროსან ჯენიფერ ლოურენსს დიდი ცნობადობა. ფილმის პირველი ნაწილის პრემიერა 2012 წელს შედგა, ამ დროისათვის ბოლო, მეოთხე ნაწილი კი 2015 წელს გამოვიდა.