სილამაზის ინდუსტრიის ლეგენდის, შარლოტ თილბურის ბრენდის გაყიდვები 34% გაიზარდა და 100 მილიონ ფუნტს გადააჭარბა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანელი მაკიაჟის არტისტის ბრენდის შემოსავალმა ევროპაში 100 მილიონ ფუნტს მიაღწია. ძალიან დიდი წარმატებაა თილბურისთვის, რომელმაც საკუთარი სახელობის კოსმეტიკური ბრენდი 7 წლის წინ შექმნა და ახლანდელი მონაცემებით,ინგლისში მხოლოდ 2 მაღაზია აქვს.

შარლოტ თილბური.

ქერინგის სათვალეების ბიზნესმა წლიურ 500 მილიონ დოლარს მიაღწია. Kering Eyewear ქერინგისგან დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელშიც ქერინგი 63% წილს ფლობს. ახლანდელი მონაცემებით, Kering Eyewear ქერინგის 10 ბრენდს აერთიანებს, მათ შორის: გუჩი, ბალენსიაგა, სან ლორანი, მაკქუინი, ბოთეგა ვენეტა. კომპანია სათვალეებს იტალიაში აწარმოებს. Kering Eyewear -ის ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გუჩია.

გუჩი გაზაფხული/ზაფხული 2020

ამერიკელი მსახიობი ამანდა სეიფრიდი Lancôme – ს ახალ სახედ დასახელდა. კომპანიამ სიახლე ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა და ამანდას ქარიზმატული პიროვნება უწოდა. სეიფრიდისთვის ლანკომის კონტრაქტი პირველი დიდი ბიუთი თანამშრომლობა არ არის. წარსულში მსახიობი ჟივანშის სუნამოს სახეც იყო.

ამანდა სეიფრიდი

პუმა და ბალმანი კარა დელევინთან თანამშრომლობით ახალ კოლექციას შექმნიან. სიახლე რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. კარას და ბალმანის შემოქმედებით ხელმძღვანელს, ოლივერ რუსტანს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, რაც კოლაბორაციას მოსალოდნელს და ბუნებრივს ხდის. კოლექცია გაყიდვაში 21 ნოემბერს გამოვა.


2023 წლიდან კალიფორნიაში ტყავის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება. ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. კალიფორნია გახდება ამერიკის პირველი შტატი, სადაც ცხოველების ბუნებრივ ბეწვს ვერ აწარმოებენ. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, საზოგადოების შეხედულებების ცვლილებაც თავისთავად მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე.