ფრანგულმა ბრენდმა 2022 წლის ზაფხულის კოლექციის სპინ-ოფი ჩინეთში წარადგინა. შანხაიში, Louis Vuitton-ის ჩვენებაზე, 1000 სტუმარი მიიწვიეს, ონლაინ კი, შოუს 158 მილიონმა ადამიანმა უყურა. მოდის აღმასრულებელი დირექტორები არ ერიდებიან იმის თქმას, რომ ამერიკაში და ევროპაში მსგავსი ციფრების მიღწევა შეუძლებელია.
Louis Vuitton გაზაფხული/ზაფხული 2022 – შანხაიში
როგორც უკვე ითქვა, ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, რომელიც ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, ნიკოლა ჟესქიერმა თავდაპირველად პარიზის მოდის კვირეულზე აჩვენა.
Louis Vuitton გაზაფხული/ზაფხული 2022 – პარიზში
რაც შეეხება შანხაის, სპეციალურად ჩინელი მომხმარებლისთვის, ფრანგმა დიზაინერმა კოლექციას 18 ახალი ლუქიც დაუმატა.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, როდესაც Louis Vuitton-მა ჩინეთში ჩვენება მოაწყო, ქვეყნის მასშტაბით ბრენდის გაყიდვების მაჩვენებლი ათჯერ გაიზარდა. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში, ლუი ვიტონი ჩინეთში კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი.