შანხაიში, Almine Rech-ის საგამოფენო სივრცეში სელინის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ედი სლიმანის, გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყობა. ეს დიზაინერის და ფოტოგრაფის პირველი სოლო გამოფენა იქნება 2014 წლის შემდეგ, ასევე მისი პირველი გამოფენა ჩინეთში.

მუსიკალურ სამყაროზე კონცენტრირებული გამოფენა – “Sun of Sound,” 19 მარტიდან გაიხსნება და მისი მონახულება მსურველებს 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

“Sun of Sound” მოიცავს სტუდიური პორტრეტების სერია “Sonic”-ს ისეთი მუსიკოსების მონაწილეობით, როგორებიც არიან: Lou Reed, Keith Richards, Brian Wilson და Amy Winehouse, ასევე სლიმანის ისეთ ადრეულ ნამუშევრებს, როგორებიცაა: “Berlin” (2005) და “London, Birth of a Cult” (2003). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საუნდ ინსტალაციაც, რომელიც ედის მუსიკის მიმართ არსებულ ინტერესს წარმოაჩენს.

სლიმანის გადაღებული ფოტოები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეგიძლიათ იხილოთ მის საიტზე – Hedi Slimane Diary