დასავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო საერთაშორისო მოდის ყურადღების ცენტრში მოექცევა. შანელის მომდევნო ‘Métiers d’Art’ შოუს სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს.

შანელის Métiers d’art შოუ პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. მისი მთავარი მიზანი მოდის სახლის იმ პარტნიორების დიდებულების წარმოჩენაა, რომელთა ოსტატობითაც შანელის კოლექციების სრულყოფა ხდება.

2022 წლის ‘Métiers d’Art’ ჩვენება 6 დეკემბერს იგეგმება.