5 დეკემბერს პარიზში მოსალოდნელ მასშტაბურ გაფიცვასთან დაკავშირებით, შანელის Métiers d’art ჩვენება ერთი დღით ადრე, 4 დეკემბერს ჩატარდება.

„ხუთშაბათს, 5 დეკემბერს პარიზში მოსალოდნელი სიტუაციის გათვალისწინებით შანელმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი Métiers d’art ჩვენება ოთხშაბათს, 4 დეკემბერს გამართოს,“ – აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში.

Métiers d’art-ის მთავარი მიზანი მოდის სახლის იმ პარტნიორების დიდებულების წარმოჩენაა, რომელთა ოსტატობითაც შანელის კოლექციების სრულყოფა ხდებოდა.

Métiers d’art შოუ პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. 2019 წლის ჩვენება, რომელსაც Grand Palais უმასპინძლებს, პირველი იქნება, რომელიც კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ გაიმართება და რომლისთვისაც კოლექციას ვირჯინია ვიარდი შექმნის.