2020 წლის 2 თებერვალს, მაიამი გარდენსის Hard Rock Stadium-ზე, პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი – Super Bowl გაიმართება. სპორტულ მნიშვნელობასთან ერთად, ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიებაც არის. დაანონსებული ფილმების ტრეილერები, საიმიჯო რეკლამები, თიზერები – Super Bowl-ის ღონისძიებას არაერთი ტელევიზია, კინოსტუდია და ბიზნეს სექტორის წამყვანი კომპანია იყენებს მარკეტინგული მიზნებისათვის. გარდა ამისა, Super Bowl- ის მთავარი ნაწილი მატჩებს შორის შოუა, რომელსაც ყოველ წელს სხვადასხვა მთავარი გმირი ჰყავს.

2019 წლის სექტემბერში, ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ (NFL) დააანონსა, რომ Super Bowl-ზე შაკირა და ჯენიფერ ლოპესი იმღერებენ. სანამ მატჩებს შორის მუსიკალური შოუს შესახებ დეტალები ზუსტდებოდა და არტისტები რეპეტიციებს გადიოდნენ, ჯეი ლო და შაკირა სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებდნენ Super Bowl 2020-ის ღონისძიების მხარდასაჭერად.
რას ველოდებით 2020 წლის Super Bowl-სგან, როგორ ვუყუროთ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალის შესახებ.
რა დროს გაიმართება Super Bowl-ის მთავარი მუსიკალური შოუ?
Super Bowl შტატების დროით საღამოს 6:30 -ზე დაიწყება. როგორც უკვე აღინიშნა, თამაში მაიამი გარდენსის Hard Rock Stadium-ზე იმართება. ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში Fox გადასცემს. რაც შეეხება ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას მუსიკალურ შოუს, ის თამაშის პირველი ორი მეოთხედის შემდეგ – 8 საათზე დაიწყება.

ვინ არიან დანარჩენი არტისტები, რომლებიც წელს Super Bowl-ზე გამოვლენ?
2020 წლის Super Bowl-ზე ეროვნულ ჰიმნს მომღერალი დემი ლოვატო შეასრულებს. ლოვატო 2018 წელს ნარკოტიკების ზედოზირების გამო, საავადმყოფოში მოხდვა. ეს პერიოდი მუსიკოსს შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული, Grammy-ის 2020 წლის დაჯილდოვებაზე კი, ლოვატო საკმაოდ ემოციური შესრულებით წარსდგა.

რა ვიცით Super Bowl 2020-ის პრე-შოუს შესახებ?
მატჩის დაწყებამდე, Fox-ზე ჩემპიონატის პრე-შოუ დაიწყება. მუსიკალური გამოცემის – billboard-ის ინფორმაციით, პროგრამა აერთიანებს ისეთი არტისტების პერფორმანსებს, როგორებიც არიან: Pitbull, DJ Khaled, Dan + Shay , Yolanda Adams.

როგორ ვუყუროთ Super Bowl 2020-ს?
Super Bowl 2020-ის მთავარი პარტნიორია ტელეარხი Fox. გარდა ტელევიზიისა, ღონისძიება ხელმისაწვდომი იქნება Fox Sports-ის ვებ-გვერდზე და აპლიკაციის მეშვეობით. Super Bowl-ის მსვლელობას ასევე შეგიძლათ უყუროთ ისეთ სტრიმინგ სერვისებზე, როგორიც არის – YouTube TV, Hulu+, AT&T TV Now, Fubo TV, Sling TV და Locast.
