გუშინ ენტონი ვაკარელომ სან ლორანის რესორთ 2020 და მამაკაცის გაზაფხული/ზაფხული 2020 კოლექცია წარადგინა.
ჩვენება მალიბუს სანაპიროზე გაიმართა
როგორც ჩანს, ამ სეზონზე ვაკარელომ გადაწყვიტა, რომ ჩვენება ეიფელის კოშკის ქვეშ აღარ მოეწყო, როგორც ეს რამდენიმე სეზონია გრძელდება. ჩვენების ლოკაციად მალიბუს სანაპირო შეირჩა, კონკრეტულად კი – Paradise Cove.
“ხალხი აქ უფრო მშვიდადაა. აქ ცხოვრების ისეთი ხარისხია, რომელიც არც პარიზში, ინგლისსა და სადმე სხვაგან არ გვაქვს. ადამიანებს, რომლებსაც აქ შევხვდი განსხვავებული გენდერული იდენტობები აქვთ და ძალიან მშვიდები არიან” – ენტონი ვაკარელო
კოლექციის ინპირაცია მიკ ჯაგერი იყო
ცნობილი გახდა, რომ როლინგ სტოუნზის ახალ ტურში კოსტიუმებს ენტონი ვაკარელო შექმნის. როგორც დიზაინერმა განაცხადა, მას შესაძლებლობა მიეცა ჯაგერის გარდერობი ენახა. ჯაგერმა ვაკარელოს თავისი ფოტო ანახა ივ სან ლორანთან ერთად, რომელიც მარაქეშში 70-იანებშია გადაღებული. ამის შემდეგ გადაწყვიტა დიზაინერმა კოლექცია ამ პერიოდით ყოფილიყო შთაგონებული.
“ამ კოლექციისთვის რაიმე სენსიტიურზე ვფიქრობდი: ატლასის ზედებზე, მიკის სტილზე 70-იანებში. არ იფიქრებდი, რომ ის ქალივით იცვამდა, რადგან ძალიან თავდაჯერებული იყო საკუთარ თავში და დარწმუნებული, რომ ყველაფრის ჩაცმა შეეძლო” – განაცხადა დიზაინერმა
ვაკარალოს აზრით, ლოს-ანჯელესი ახალი მარაქეშია
კრუიზ/რესორთ სეზონი დიორის ჩვენებით დაიწყო, რომელიც მარაქეშში გაიმართა და ივ სან ლორანას მიეძღვნა. ვაკარელოსთვის ლოს-ანჯელესი ახალი მარაქეშის იდეას ატარებს: ეკლექტური, თავისუფალი სულის, მრავალკულტურული, ნეო-ბოჰემური სამოთხე, სადაც დეკადანტური ცხოვრების სტილი და გლამური ერთმანეთის გვერდით არსებობს და ერწყმის ერთმანეთს.
“ვფიქრობ, მარაქეში ზედმეტად გამოყენებადი და ტურისტებით სავსე ადგილი გახდა. ლოს-ანჯელეს ახალ მარაქეშად ყოველთვის ვხედავდი: ის შორსაა, მზიანი ადგილია, ცხოვრების ის ხარისხია, რომელიც სხვაგან არსად გექნება, ამიტომ ვცადე მიკი 70-იანებში ლოს ანჯელესთან დამეკავშირებინა, რაც ვთვლი, რომ ახალი მარაქეშია”
ჩვენებამ ივ სან ლორანის ლოს-ანჯელესთან კავშირი დაამტკიცა
მიუხედავად იმისა, რომ ივ სან ლორანს პირდაპირი კავშირი არასოდეს ჰქონია ლოს-ანჯელესთან, ლოკაცია შემთხვევით არ არჩეულა. ივსმა და პიერ ბეჟმა (ივის მეორენახევარმა და ბიზნეს პარტნიორმა) მოდის სახლი ამერიკელი ბიზნესმენის მაკ რობინსონის ინვესტიციით შექმნეს. 1999 წელს სან ლორანს სათავეში ამერიკელი დიზაინერი, ტომ ფორდი ჩაუდგა სათავეში, ხოლო 2012 წელს, როდესაც ბრენდში შემოქმედებით ხელმძრანელად ედი სლიმანი დაინიშნა, მან ბრენდის მთავარი ოფისი ლოს-ანჯელესში გაიდატანა.
შოუმ ლოს-ანჯელესის, როგორც მოდის ახალი დანიშნულების ადგილის სტატუსი გაამყარა
ლოს-ანჯელესში ჩვენებები ისეთ ბრენდებს აქვთ გამართული, როგორებიც არის: დიორი, , როდარტე, ტომი ჰილფიგერი და ერმესი. ამ ჩამონათვალს სან ლორანი უკვე შეუერთდა. ხოლო დღეს სიას მოსკინოც დაემატება, რადგან ჯერემი სკოტი მოსკინოს რესორთ 2020 კოლექციას სწორედ ლოს-ანჯელესში გამართავს.
ჩვენებას არაერთი ცნობილი სელებრითი ესწრებოდა
სან ლორანის მამაკაცის ჩვენებას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის: მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი, სუპერმოდელი ამბერ ვალეტა, ამბერ ჰერდი, კიანუ რივზი, რომელიც სან ლორანის ახალი სახეა, მომღერალი ჩარლი პუტი, G-Eazy და ჰეილი ბოლდვინი.
სრული კოლექცია იხილეთ ვოგის საიტზე.
ჩვენების სრული ჩანაწერი: