2015 წელს მოდის დაჯილდოებაზე კარლ ლაგერფელდს განსაცვიფრებელი მიღწევისთვის ჯილდო გადაეცა. ცერემონიაზე ჯილდოს გადაცემისას სიტყვა ამერიკული Vogue – ს მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურმა წარმოსთქვა:

„წლების მანძილზე კარლს და მე ბევრი ექსტრაორდინალური მომენტი გაგვიზიარებია ერთმანეთისთვის და თქვენც სიხარულით გაგიზიარებთ რამდენიმეს. რატომ უნდა გავიხედოთ უკან, როდესაც ამდენი რამ არის მოსალოდნელი მომავალში? ყველაზე უფრო მეტად მათ შორის ვისაც ვიცნობ, ის მოდის სულს წარმოადგენს: დაუდრგომელი, მომავალზე ორიენტირებული და გაუმაძღრად მზრუნველი ჩვენი კულტურის შესაცვლელად. ყველაზე ადრე კარლი მიხვდა, რომ რედი-თუ-ვეარი არ იყო უბრალოდ მსუბუქი კუტიური და რომ ის ვიბრანტული ცენტრი იყო ახალი, სრულყოფილი ქალის ცხოვრების სტილის. ამავდროულად, როდესაც ბევრი მისი კოლეგა თავშესაფარს მოდის სახლებში დაეძებდა, ის მარტო იზრდებოდა, რამდენიმე ხაზს ქმნიდა საკმარისი ელექტრიკული ენერგიით, რომელიც Piccadilly Circus-ის ყველა ბილბორდს ეყოფოდა.

ზოგჯერ კარლს ვეხუმრები, რომ ის ერთპიროვნული სუპერბრენდია – ისეთივე საკულტო სახე, როგორიც შანელის კოსტუმის მონახაზია. კარლი არ არის მხოლოდ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი და ყველზე ნაყოფიერი დიზაინერი. ის ასევე ლინგვისტი, ფოტოგრაფი, ინტერიერის დეკორატორი, კოლექტორი, კინორეჟისორი და ფილანტროპია და ეს მაინც არ არის სრული ჩამონათვალი. ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ არის შეშლილი ფიზიკოსი, რომელმაც დღეში საათების დამატების საშუალებას მიაგნო. მაგრამ ყველაზე მეტად კარლი მკითხველია. ყველას, ვინც კი ოდესმე მის სახლებს წვევია, ეცოდინება, რომ ისინი სავსეა წიგნებით. ის კითხულობს, ისე როგორც უმეტესობა ჩვენთაგანი ვსუნთქავთ, ინფორმაციას ისუნთქავს. ყველაფერს კვირის სიახლეებიდან დაწყებული დევიდ იუმის ფილოსოფიით დამთავრებული და ესკიზების მუდმივ დინებას აწარმოებს, ზოგიერთს ისეთს, რომელიც მას აშკარად ძილის დროს ეწვია. როგორც ჰამიშ ბოულსი ამბობს, მას ყველაზე ეზოთერული რეფერენციები გააჩნია, ვიდრე სხვა ნებისმიერ დიზაინერს ვისაც ვიცნობ.

კარლს შეუძლია მეთვრამეტე საუკუნის დეკორატიული ხელოვნებით ან Memphis-ში ბოქსის რინგით შთაგონებული დეტალები გამოიყენოს. მას ახალგაზრდა დიზაინერის დაჟინებულობა და სიმამაცე გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 60 წელია ყოველ სეზონზე ქმნის ახალ კოლექციებს. მოდა მსოფლიოს ტრანსფორმაციის პერსონალური გამოხატულებაა. დიზაინი არის ამ ცვლილებების შეტყობინების ხელოვნება და მათ ავლენს სამოსში, რომლის ტარებაც მილიონობით ადამიანს შეუძლია. კარლი ამ პროცესის ოსტატია.

CC: Stephen Lovekin/Getty Images.

უკვე წლებია ჩვენ ორნი მუდმივად ვხვდებით სადილისთვის პარიზის მოდის კვირეულის ყოველ პირველ შაბათს და ყველაფერზე ვსაუბრობთ მოდის გარდა. ის გონებამახვილი, მიმზიდველი და ზოგჯერ უკიდურესად რისკიანია – საოცნებო კომპანიონი სადილზე. ბიზნესში, რომელიც შეიძლება ტრანზაქციული ჩანდეს, თავის გარშემო მყოფ ხალხს ღირებულს და ცნობადს ხდის. კარლმა ერთხელ ჩემი ვიზიტისთვის თავის Biarritz-ის საკუთრებაში ჩოგბურთის კორტი ააგო. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს პირველი და რასაკვირველია, უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც ვიღაცამ ჩემ საპატივცემულოდ სპორტული ტორფი ააშენა, თუმცა კარლი ცდილობდა ისეთი გარემოს მოწყობას, როგორიც თავს სახლში მაგრძნობინებდა, ადგილის, სადაც შემეძლებოდა ჩემი თავი ვყოფილიყავი. სწორედ ამას აკეთებს მისი სამოსი ყოველ დღე მილიონი ქალისთვის, ასე რომ ვთვლი, რომ ამ სულგძელობას არ უნდა გავეკვირვებინე.

მისი დიდგულობა სცილდება ადამიანის სახეობას. ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს შემდეგ ცხოვრებაში შუპეტეთ მოსვლას ვისურვებდი, მის ულამაზეს და ბურჟუაზიულ კატად, რომელსაც ორი მოსამსახურე, შეფი, პირადი თმის სტილისტი ჰყავს და ბევრი ბრილიანტის ყელსაბამი აქვს.

Anna Wintour & Karl Lagerfeld
(AP Photo/Jacques Brinon)

კარლს მარტო ყოფნა უყვარს. ის მარტოობას ყველაზე დიდ ფუფუნებას ეძახის და ურჩევნია იყოს დამკვირვებელი, ვიდრე დაკვირვების საგანი. როდესაც ყურადღების ცენტრში ექცევა, ყოველთვის თვალისმომჭრელია. ერთი მრავალი წლის წინ გამართული წვეულება მახსენდება, როდესაც კარლმა მოხდენილად დაახვია ჩინებული ხალიჩა Salon de la Paix-იდან, ოსკარ დე ლა რენტა გამოიწვია და ოთახში შესანიშნავად იცეკვა ტანგო. ის ყოველთვის ერგებოდა მომენტს პოდიუმსა თუ ცხოვრებაში. და ეს ყველაფერი უფრო ნათელი გახდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც კარლმა გულთბილი სიტყვა წარმოსთქვა ინგრიდ სისჩის მემორიალურ სერვისზე, რედაქტორისა და ჟურნალისტის, რომელიც მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო.

კარლს წესად აქვს რომ სიტყვით არ გამოვიდეს, მაგრამ მან ძალიან გულრწფელი წერილი წაიკითხა, ის მიმართავდა ინგრიდს, რომლის სიკვდილიც, გასულ ზაფხულს კიბოს გამო მისთვის დიდი დანაკლისია. ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული არის ის, რასაც არაფერი აქვს საერთო ყოველდღიურ კონტაქტთან, განუცხადა მან აუდიტორიას, და მე ვფიქრობ, ეს აღთქმაა კარლის სამუშაო ძალისა, რის გამოც ჩვენ, ვინც მას ვიცნობთ, არასდროს გვიგვრძვნია რომ ის ძალიან შორსაა. ინგრიდი, რომელიც იშვიათად ცდებოდა ადამიანებთან დაკავშირებით, კარლს ‘ჩემო ანგელოზოს’ ეძახდა. ეს დაფარული ფრთებია მისი გენიის და სულგრძელობის, რასაც ამაღამ პატივს ვცემთ ჯილდოთი მოდაში განსაცვიფრებელი მიღწევისთვის.”