„ჩვენ, დიზაინერები, სტილისტები, კონსტრუქტორები, მყიდველები (ე.წ. ბაიერები), ჟურნალისტები, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები – მოდისა და სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე Lifestyle-მედია – ჩვენი ინიციატივით ვქმნით ღია წერილს და ვაწერთ ხელს, რათა ყურადღება მივმართოთ რუსეთის მიერ, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე წამოწყებულ საომარ მოქმედებებს.

ჩვენი ინდუსტრია ყოველთვის იდგა საერთაშორისო ურთიერთობებზე, ხელოვნებაზე, რომელსაც არ აქვს საზღვრები, სილამაზეზე და ურთიერთპატივისცემაზე. სულ რამდენიმე დღეში, მთელი ეს სამყარო ჩამოიშალა. ჩვენი მეგობრები, კოლეგები და პარტნიორები კი, სახლებისა და სამსახურების გარეშე დარჩნენ და იძულებულნი არიან, დაბომბვის გამო, ბუნკერებს შეაფარონ თავი.

რუსეთში არ არსებობს არც ერთი ოჯახი, რომელიც მეოცე საუკუნის ომისგან არ დაზარალდა. ჩვენ ყველანი გავიზარდეთ იმ ომის საზარელი ისტორიების მოსმენით, რომლებსაც ბებიები და ბაბუები გვიყვებოდნენ და დღემდე, 9 მაისს, ჩვენ ყველანი აღვნიშნავთ ომის დასრულებას ცრემლიანი თვალებით.

ეს მოგონებები ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია, იმისთვის, რომ ჩვენ დავუშვათ ისტორიის განმეორება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ კოშმარზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს საომარი კონფლიქტი და დაუბრუნდეს საკითხის მშვიდობიანი გზის მოგვარებას.

არა ომს.“ 


24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა და მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა დაიწყო.