Lyst Index-მა 2021 წლის მეორე მეოთხედის შემაჯამებელი შედეგები გამოაქვეყნა.

Lyst Index გლობალური პლატფორმაა, რომელიც წლებია სწავლობს საერთაშორისო ბაზარს და მასში არსებულ 17,000 ბრენდს და მაღაზიას. ის ადგენს რომელ დიზაინერებს ეძებენ ყველაზე ხშირად გუგლში, რომელ ბრენდებზე / დიზაინერებზე წერენ სოციალურ მედიაში ყველაზე ხშირად, რომელ პროდუქტებზე ლაპარაკობენ, ეძებენ და ყიდულობენ ონლაინ მაღაზიების ოფიციალურ საიტებზე, რომელი ვარსკვლავების ჩაცმის სტილი ახდენს ყველაზე დიდ გავლენას მყიდველზე და ა.შ. ამ ყველაფრის საფუძველზე ლისტი აქვეყნებს ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს, დიზაინერებს, ბრენდებს. ტრადიციულად, Lyst Index წელიწადს ჰყოფს 4 ნაწილად, ჯერ ქვეყნდება წლის პირველი მესამედი: იანვარი – მარტი, შემდეგ მეორე: აპრილი — ივნისი, მესამე: ივლისი – სექტემბერი, მეოთხე : ოქტომბერი – დეკემბერი.

გასული სამი თვის შედეგებით, ყველაზე მოთხოვნადი ბრენდების ოცეულში პირველ სამ ადგილს Gucci, Dior და Nike იკავებენ. ჩამონათვალში ასევე ვხვდებით: Louis Vuitton-ს, Prada-ს, Balenciaga-ს, Moncler-ს, Bottega Veneta-ს, Saint Laurent-ს, Versace-ს და ა.შ. 

© LYST

რაც შეეხება პროდუქტებს, ქალები ყველაზე ხშირად Nike-ის Air Force One სნიქერებს, Bottega Veneta-ს პატარა ზომის ჩანთა Jodie-ს და Jacquemus-ის ქუდ Le bob Artichaut-ს ირჩევდნენ, ხოლო მამაკაცები – Adidas-ის YEEZY სლაიდებს, Off-White-ის Virgil სათვალეებსა და Prada-ს PRAX 01 სნიქერებს.

© LYST

აღსანიშნავია, რომ კაცებისთვის ყველაზე სასურველი პროდუქტების ათეულში პირველად მოხვდა ქვედაბოლო. როგორც აღმოჩნდა, თომ ბრაუნის ნაკეცებიანი კაბა იმ სამოსსა და აქსესუარებს შორისაა, რომლებიც კაცებს 2021 წელს განსაკუთრებით სურთ.