ქეროლაინ ბესეტ-კენედის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, მისი სტილი კვლავ უამრავ ადამიანს იზიდავს. ოთხმოცდაათიანი წლების მინიმალიზმი, რომელსაც თავისი ჩაცმულობით წარმოაჩენდა, აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
კელვინ კლაინის პუბლიცისტმა საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიპრო, როდესაც 1994 წელს აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის, ვაჟთან – ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსთან დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მისი პერსონა მუდმივი განხილვის საგანი იყო, სანამ 1999 წლის 16 ივლისს თვითმფრინავი, რომელსაც მისი მეუღლე მართავდა, კატასტროფას განიცდიდა და სიცოცხლეს გამოემშვიდობებოდა.
ბესეტი კენედის ცოლად 1996 წელს გაჰყვა. საქორწინო კაბა პატარძლისთვის ნაკლებად ცნობილმა დიზაინერმა – ნარცისო როდრიგესმა შექმნა. სადა აბრეშუმის კაბის დამსახურებით, ამერიკელმა დიზაინერმა უეცრად ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო და თავისმა ამ ქმნილებამ არნახული წარმატება მოუტანა.

© Vanity Fair
ხშირად ამბობენ, რომ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის cool, მინიმალისტური სტილი ყველაზე კარგად ქეროლაინ ბესეტ-კენედის ესმოდა და თუ მის გამორჩეულ მომენტებს თვალს გადავავლებთ, ამ ნათქვამის მართებულობაში აუცილებლად დავრწმუნდებით.





1996 წელი




1997 წელი
1998 წელი


1999 წელი
