მოდაში გატარებული 30 წლის შემდეგ, რთული წარმოსადგენია, რომ ქეით მოსის კარიერაში რაღაც პირველად მოხდეს, მაგრამ ეს სწორედ გამონაკლისი შემთხვევაა. გავრცელდა არმანის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია, რომელსაც რეკლამას ბრიტანელი სუპერმოდელი უწევს. აღსანიშნავია, რომ მოსისთვის ეს არმანის პირველი კამპანიაა. ბრენდს და მოდელს სარეკლამო კამპანიისთვის აქამდე არასდროს უთანამშრომლიათ. კამპანია ფოტოგრაფების დუეტმა – მერთმა და მარკუსმა გადაიღო.