რეპერების ცხოვრება სამაგალითო იშვიათად არის. მუსიკოსებიდან ყველაზე ხშირად კრიმინალთან რეპერები ასოცირდებიან. არავის უკვირს, როცა კიდევ ერთ რეპერს წაუყენებენ გაუპატიურების, ქურდობის, მუქარის, ან ნარკოტიკების შენახვის/გასაღების ბრალდებას. იდეალური და ბისაბაძი არ ყოფილა ქარდი ბის ცხოვრებაც, რომელიც ახლა კარიერის მწვერვალზეა. ჩვენ მას ვხედავთ ჰარპერს ბაზარის ყდაზე, ვოგის ვიდეოში, გრემის სცენაზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ ქარდის ცხოვრება რადიკალურად სხვანაირი იყო. ახლახანს საკამათო გახდა ჩანაწერი, სადაც ქარდი ამბობს, რომ მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობამდე მიჰყავდა და ქურდავდა. ჩანაწერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით ქარდიმ ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

წარსული ყველას აქვს, რომელსაც ვერ შეცვლით. მაშინ როგორც ცხოვრობდა იყო გადარჩენის გზა. დღეს შეუძლია გახდეს უკეთესი საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და მომავლისთვის. პოსტის მოკლე შინაარსი ეს გახლავთ.

სასიყვარულო სამკუთხედები ვარსკვლავური კულტურის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჯასტინ ბიბერის თქმით, არანაირი სასიყვარულო სამკუთხედი არ არსებობს და თავისი მეუღლე, მოდელი ჰეილი ბიბერი უყვარს. ჰეილის და ჯასტინის დაქორწინების შემდეგ, წყვილის ფოტოებზე სელენა გომეზის შესახებ კომენტარები არ წყდება. ერთ-ერთ ასეთ კომენტარს ჯასტინი თავად გამოეხმაურა. მომღერალმა დაწერა, რომ სელენას მის გულში ადგილი ყოველთვის ეჭირება, მაგრამ თავისი ცოლი უყვარს და ჰეილი საუკეთესოა, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა. ბიბერმა გულშემატკივრებს სთხოვა “სქრინი” გაევრცელებინათ.

სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონი ახლოვდება და მსოფლიო პრესაში სერიალის მსახიობები ძალიან პოპულარულები არიან. ყურადღება მიიქცია ემილია კლარკის ინტერვიუმ, სადაც მსახიობმა აღნიშნა, რომ სერიალის პარალელურად ტვინის 2 ანევრიზმა გადაიტანა და იყო საშიშროება, რომ მეტყველების უნარი დაეკარგა.
სერიალმა მსახიობს დიდი აღიარება მოუტანა. ემილია დაბეჭდილია მოდური ჟურნალების საკმაოდ დიდი ნაწილის გარეკანზე. ვრცელდება ჭორები, რომ კლარკის ყდებს შესაძლოა ამერიკული ვოგიც დაემატოს, რაც ფინალური სეზონის მღელვარებისგან იქნება გამოწვეული.