გასულ დეკემბერს, როდესაც ბალენსიაგას ქართველმა შემოქმედებითმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ბრენდის ახალი კოლექცია ვიდეო თამაშით წარადგინა, საზოგადოება კვლავ გაიყო ორ ნაწილად. ყურადღება მიიქცია მასიურმა მეტალის ჩექმებმა, რომლებიც ორ ფერში იყო წარმოდგენილი. მოდა გვასალიასთვის ყოველთვის იყო თავდაცვის საშუალება, თუმცა კამათის საფუძველი გახდა არა ქართველი დიზაინერის შთაგონება, არამედ მისი ზედმეტად პრაგმატული დამოკიდებულება მოდისადმი. მიუხედავად განსხვავებული შეფასებებისა, ერთი რამ ცხადია, ხშირად, მოდა, რომელიც რთულია წარმოვიდგინეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან კარგად ერგება ვარსკვლავურ სამყაროს და მის ეპატაჟურ წევრებს. გუშინ გავრცელდა ჟურნალ Interview -ს 2021 წლის მარტის ნომერი, რომელსაც დემნა გვასალიას ბალენსიაგას პირველი სელებრითი სახე, Cardi B ამშვენებს. ქარდის ყდაზე სწორედ ბალენსიაგას ახალი კოლექცია აცვია.


Balenciaga შემოდგომა 2021
Interview მარტი 2021:  Cardi B, AB+DM-ის ობიექტივში.