ამერიკელი რეპერი ქარდი ბი სილამაზის ინდუსტრიას უერთდება. მან ინსტაგრამის მეშვეობით თმის მოვლის ხაზი დააანონსა, რომელიც მისი თქმით, ხალხის ცნობიერებას აამაღლებს აფრო-ამერიკელებისა და ლათინო-ამერიკელების თმაზე. ქარდიმ აღნიშნა, რომ იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში მისმა ბუნებრივმა თმამ შეურაცხმყოფელი კომენტარები გამოიწვია.

“ვთვლი, რომ საჭიროა ადამიანებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა რასების, ეთნიკური წარმომავლობისა და ეროვნების ადამიანების შესახებ,” ამბობს რეპერი “ხალხი თვლის, რომ ყველა ჰისპანიკი, ან მექსიკელი ერთნაირი უნდა იყოს, ჰქონდეს ერთნაირი ტექსტურის ან ფერის თმა”.

მიუხედავად იმისა, რომ ხაზის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, ქარდიმ გაამხილა, რომ ეს დაახლოებით წლის ბოლოსკენ მოხდება. ასევე, ქარდიმ თქვა, რომ ფორმულებზე საკუთარი თავისთვისა და მისი შვილისთვის სახლში მუშაობდა. უცნობია, იქნება თუ არა ქარდის პოპულარული სახლში დამზადებული თმის ნიღაბი ხაზის ნაწილი, რომელიც ინტერნეტ-სენსაცია გასულ წელს გახდა.