Bloomberg-მა სიახლე გუშინ გამოაქვეყნა, ამერიკელი რეპერის და მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, ქანიე უესტის ქონება 6.6 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამ მონაცემებით კი, ქანიე აშშ-ის ისტორიაში, ყველაზე დროის ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი მამაკაცია. როგორც ფინანსური ანალიზის შედეგად ირკვევა, უესტის ქონების უმრავლესობა სწორედ მოდას უკავშირდება.

აღნიშვნას იმსახურებს რეპერის ბრენდი, Yeezy – სპორტული ფეხსაცმელების მოყვარულების ფავორიტი ხაზი, რომელიც ქანიემ 2015 წელს შექმნა. The Business of Fashion-ის ცნობით, ბრენდის ღირებულება 3.2 – 4.7 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

Kanye West for Forbes 2019

Yeezy-ს განსაკუთრებული პოპულარობა ადიდასთან კოლაბორაციამ მოუტანა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ უესტმა კიდევ ერთი მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. რეპერმა მილიარდ დოლარად შეფასებული თანამშრომლობა დაიწყო Gap-თან.

გარდა საკუთარი სპორტული ხაზისა, ქანიეს ბიზნესი მოიცავს შედარებით მცირე, თუმცა მაინც მნიშვნელოვან ინვესტიციებს სხვადასხვა ბრენდებში, ერთ-ერთია კიმ კარდაშიანის საცვლების ხაზი – Skims. ახალი ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მსგავსი წვრილი ინვესტიციებით, ქანიეს ქონება 1.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ხოლო რაც შეეხება მუსიკას, რეპერის ჩანაწერების ღირებულება 150 მილიონ დოლარადაა შეფასებული.