Vogue-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ქანიე ვესტი და დემნა Gap-თან თანამშრომლობას იწყებენ. თანამშრომლობა კოლაბორაციულ კოლექციას გულისხმობს, რომლის სახელწოდება Yeezy Gap Engineered by Balenciaga.
როგორც ვესტმა Vogue-თან საუბრისას აღნიშნა, მოდის სახლ “ბალენსიაგას” კრეატიულ ხელმძღვანელთან, დემნა გვასალიასთან თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას გამორჩეული პროდუქტი.
თუკი გასული წლის მოვლენებს გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემნას და ქანიე ვესტის პროექტში ჩართულობა კომერციული წარმატების ერთგვარი გარანტია. ვესტისა და ქართველი დიზაინერის სახით, 2021 წელს, წარმატებული შემოქმედებითი პარტნიორებიც ვიხილეთ, რაც Gap-თან დაანონსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.