მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, ბალენსიაგა და კარდაშიან-ვესტების კლანი უკვე ახერხებენ ინტერნეტის ყურადღების მიქცევას.

“მე მქონდა ბალმანის ერა, შემდეგ – ჟივენშის ერა, ეს კი, ჩემი ბალენსიაგას ერაა,” – აღნიშნა კიმ კარდაშიანმა The New York Times-თან ინტერვიუში.

ფრანგული მოდის სახლის და კარდაშიან-ვესტების თანამშრომლობამ გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კულტურული მომენტი შექმნა. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ ყველაფერი არ გვინახავს.

პირველ იანვარს, ქანიე ვესტი ამერიკელ მსახიობთან, ჯულია ფოქსთან ერთად დააფიქსირეს.

ჯულია ფოქსი და ქანიე ვესტი

ხმები კიმის და ქანიეს შესაძლო დაშორებაზე 2020 წელს გავრცელდა. შარშან, კარდაშიანმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია განქორწინებაზე.

რაც შეეხება ჯულია ფოქსს, ის რეპერთან ჯერ მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, თუმცა უკვე იქცა ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ქალად.

პრესის და გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია ჯულიას ჩაცმის სტილის მომენტალურმა ცვლილებამ. ქანიესთან პირველ რომანტიკულ ვახშამზე, მსახიობს ცისფერი ტოპი ეცვა, ხოლო მას შემდეგ, ყველგან, სადაც დააფიქსირეს – ბალენსიაგა.

ჯულია ფოქსი ბალენსიაგას შავი ტანისამოსით

“თუ ქანიეს არ შეუძლია კიმთან დაბრუნება, მაშინ ის კიმის ახალ ვერსიას შექმნის,” – წერენ ყვითელი პრესის ცნობილი გამოცემები ახალ სტატიებში.

ჯულია ფოქსის სტილზე უკვე ალაპარაკდა ვოგიც.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამის შემდეგ, კიმ კარდაშიანმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: “the best is yet to be” – საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

კიმმა პოსტს გასული წლის შემოდგომაზე გადაღებული ფოტოები დაურთო, სადაც მას ბალენსიაგას შავი კოლექცია აცვია.