მოდით ნაკლებად გატაცებული ადამიანიც ადვილად ჩამოგითვლით ქვეყნებს, ან ქალაქებს, რომლებიც ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე მნიშნელოვან როლს თამაშობენ. მათ შორის აუცილებლად მოხვდებიან: პარიზი, ნიუ-იორკი, ლონდონი, იტალია, ბელგია, იაპონია, სეული, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია აზრად არავის მოუვა. ეს ხდის გამორჩეულს სარა ბარტონის უახლეს კოლექციას, რომელიც ალექსანდრ მაკქუინის ბრენდის სახელით წარადგინა.
Alexander McQueen გაზაფხული/ზაფხული 2020 – პარიზის მოდის კვირეული, შემოქმედებითი ხელმძღვანელი: სარა ბარტონი.
ივლისში სარა მაკქუინის 15 კაციან გუნდთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრა, რომელიც მკერვალობის განსაკუთრებული ხელობით ცნობილი ოსტატების მხარეა. ირლანდიაში ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს თეთრ და შავ ტილოებზე, რომლებსაც ათწლეულებია აწარმოებენ. სწორედ ამ ხელნაკეთი ტილოთი შექმნილი ლუქებით გაიხსნა და დაიხურა მაკქუინის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება.
მიუხედავად მიმზიდველი ისტორიის, სილუეტების და მკერვალობისა, სარას მაკქუინს ემოციური ფონი, სიძლიერე და მღელვარება აკლია. ბარტონის, როგორც მაკქუინის ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის და 2019 წლის საერთაშორისო დიზაინერის მიმართ მოლოდინი გაცილებით დიდია.
ვიდეო:
LVMH – ის მიერ სტელა მაკარტნის შესყიდვის შემდეგ, ინგლისელმა დიზაინერმა პირველი ჩვენება გამართა. სტელა ეკო-მოდის პიონერად ყალიბდება. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მაკარტნიმ თავისი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კოლექცია წარადგინა, რომელიც ქალის და მამაკაცის ლუქებისგან შედგებოდა. ვისურვებდი პლანეტის კლიმატურ პრობლემებზე და ეკოლოგიაზე საუბარი მორიგი ტრენდი არ იყოს, თუმცა ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა.
Stella McCartney გაზაფხული/ზაფხული 2020 – პარიზის მოდის კვირეული.
ვიდეო:
როდესაც ვიტორია ჩერეტიმ თეთრი ბლუზით პოდიუმზე შეაბიჯა, ყველამ იცოდა, რომ ნატაშა-რემსი ლევი ქლოეს საწყისს დაუბრუნდა.
„ვიგრძენი, რომ კარგი მომენტი იყო რაღაც სამარადისოს და არა ერთჯერადის შესაქმნელად. უფრო მეტი ის, რაც ქლოეს ხელწერაა და ნაკლები, რაც დღეს არის მოდაში.“ – ქლოეს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ნატაშა-რემსი ლევი.
კოლექციის მარადიულობა საკამათო საკითხია, თუმცა ქლოე 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული ბრენდის ისტორიის, დიზაინერის პერსონალური სტილის და კარგად ტარებადი ტანსაცმლის მშვენიერი მიქსია.
Chloé გაზაფხული/ზაფხული 2020 – პარიზის მოდის კვირეული.
ვიდეო: