18 მაისს თელ-ავივში ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი გაიმართა. ევროვიზიის სპეციალური სტუმარი წელს პოპის დედოფალი, მადონა იყო. ვარსკვლავი სცენაზე ჟან პოლ გოტიეს მიერ შექმნილი კოსტუმით წარსდგა, რომელსაც დიზაინერმა “ფუტურისტული ჟანა დარკი” უწოდა. მომღერალმა 1989 წლის ჰიტი “Like a Prayer” და ახალი სიმღერა “Future” შეასრულა, რომელიც მისი ახალი ალბომიდან “Madame X” არის.
გოტიეს მადონასთან ადრეც უთანამშრომლია. სწორედ მას ეკუთვნის მადონას
Blond Ambition ტურის კოსტუმის დიზაინი კონუსისებური ბიუსჰალტერით.