ყოფილი მოდელი ფრიდა გუსტავსონი პოპულარული სერიალის, ვიკინგების სიქველის Vikings: Valhalla-ს ქასთს შეუერთდა. სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა პრემიერა სავარაუდოდ გვიან 2021-ში, ან 2022 წელს შედგება. ცნობილია სამსახიობო შემადგენლობის სხვა წევრების ვინაობაც; სერიალში მონაწილეობას მიიღებენ: სემ კორლეტი, ლეო სუტერი, ბრედლი ფრიგრანდი, ჯოჰანეს ჯოჰანესონი, ლორა ბერლინი, დევიკ ოუკსი, ქაროლინ ჰენდერსონი, პოლიანა მაკინტოში და ასბიორნ კროგ ნისენი.

სიუჟეტი ცნობილი ვიკინგების, ლეიფ ერიკსონის, ფეიდის ერიკსდოტერის, ნორმან კინგ უილიამ დამპყრობლის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი ადრეულ მე-11 საუკუნეში ვითარდება. ფრიდა ფრეიდის ერიკსდოტერის როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ტოპ მოდელისთვის ეს ნეტფლიქსთან უკვე რიგით მეორე თანამშრომლობაა. შარშან მას პატარა როლი ჰქონდა სერიალ Witcher-ში, სადაც მთავარი პერსონაჟის, გერალტის დედის როლი შეასრულა.