ფრანგი მსახიობი გასპარ ულიელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, განცხადებას მისი ოჯახი და წარმომადგენელი ადასტურებენ. ის 18 იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სრიალის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მსახიობმა თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გასპარს თითქმის 25 წლიანი კარიერის განმავლობაში უამრავი გამორჩეული როლი აქვს შესრულებული, მათ შორის აღსანიშნავია Hannibal Rising-ში ჰანიბალ ლექტერისა და ასევე Saint Lauren-ში ივ სენ ლორანის როლები. გასპარი წლების განმავლობაში იყო საკულტო სუნამოს Bleu de Chanel-ის უცვლელი სახე.

2022 წელს გასპარის მონაწილეობით მარველის ახალი სერიალი Moon Knight გამოდის, რომელშიც მან ითან ჰოუკთან და ოსკარ აიზეკთან ერთად ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.