2018 წელს კაილი ჯენერი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მილიარდი თავისი ძალებით გამოიმუშავა. კაილის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ტიტული გავლენიანმა გამოცემამ, ფორბსმა მიანიჭა. სიახლის გავრცელებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი ირონიულად შეხვდა მდიდარ და პოპულარულ ოჯახში გაზრდილი კაილის Selfmade სტატუსს.

2 წლის შემდეგ, კაილის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა ამჯერად არა საზოგადოების, არამედ ფორბსის მხრიდან. გამოცემა წერს, რომ კაილის ფინანსისტებისგან ცრუ ინფორმაცია და ხელოვნურად გაბერილი შემოსავლები მიიღეს.

ფორბსის ახალი მონაცემებით, კაილის ქონება 900 მილიონი დოლარია, თუმცა ამ თანხის მესამედი, დაახლოებით 340 დოლარი კარდაშიან-ჯენერების ოჯახის უმცროსმა წევრმა Coty-ისთან გარიგებით გამოიმუშავა. კაილის და Coty-ის შორის შეთანხმება 2019 წლის ნოემბერში შედგა, ფორბსის მიერ ჯენერის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დასახელებიდან, ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, კაილი 2018 წელს, 21 წლის ასაკში მილიარდერი არ გამხდარა.

@Forbes

კაილი ფორბსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოცემაში ცრუოებენ, როდესაც წერენ,რომ კარდაშიან-ჯენერების ფინანსური გუნდისგან არასწორ და გაბერილ შემოსავლებს იღებდნენ.

კაილი ჯენერმა კოსმეტიკური საშუალებების ხაზი Kylie Cosmetic 2015 წელს დაარსა, 2019 წლის ბოლოს, საკონტროლო წილი Coty-ის მიჰყიდა.