16 წლის კანადელი მსახიობი და “Stranger Things”-ის ვარსკვლავი, ფინ ვოლფჰარდი სან ლორანის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიის სახეა. ფოტოები ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა, დევიდ სიმსმა გადაიღო. კამპანიაში ვოლფჰარდი წვრილი სილუეტის შარვალ-კოსტუმით, ტყავის ჟაკეტით, პრინტიანი ზედითა და სათვალეებით პოზირებს.


შავ-თეთრი ფოტოები, წვრილი სილუეტები და როკ-ენ-როლ სტილი სან ლორანთან ედი სლიმანის დროიდან ასოცირდება. ფინის ფოტოებმა შეიძლება ქეით ბლანშეტის მიერ განსახიერებული ბობ დილანი გაგახსენოთ ფილმიდან “I’m Not There”. თუ სლიმანი კამპანიებში ცნობილ მუსიკოსებს იყენებდა, ვაკარელოს კამპანიებში მსახიობები ჭარბობენ. სან ლორანის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის კამპანიის სახეა მსახიობი კიანუ რივზიც. სან ლორანის მამაკაცის კოლექციის შემდეგი ჩვენება 6 ივნისს ლოს-ანჯელესში გაიმართება.
ვიდეო კამპანიიდან: